არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა.
აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებში იწყება. აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.
დემონსტრაცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დღეს, 15 აპრილს ჩანიშნა. მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს დილიდან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.