კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდშიც შეიკრიბნენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით: "ბნელეთი გამჭვირვალობას გვიწუნებს", "მე იმ კაცის დედა მოვ**ან, ვინც პირველად რუსი აქო".
ისინი რუსული კანონის შემომტან ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ კანონს დროულად არ გაიწვევენ, რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ აქციებში რეგონებიდანაც ჩაერთვებიან. ამბობენ, რომ თბილისში საკუთარი სახსრებით ჩავლენ და ხელისუფლებას გადადგომას აიძულებენ.
მათივე თქმით, აღნიშნულმა კანონმა რუსეთში დიქტატურა დაამყარა და იქ მონობის საფუძველია და საქართველოშიც ამ კანონის მიზანი საბჭოთა კავშირის დაბრუნებაა.
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა სკეიტპარკიდან დაიწყო - ისინი სამხარეო ადმინისტრაციის გავლით მერიასთან შეჩერდებიან, პროტესტს დააფიქსირებენ და შემდეგ კი მეგობარ კლუბთან პერფორმანსს გამართავენ და მოქალაქეებს გაერთიანებისა და ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოუწოდებენ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია