"ამათი ადგილი არის რუსეთში, მაგრამ საქართველო იქ არ მიდის... ჩვენი გზით მივდივართ და ვივლით ყოველთვის" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ამათი ადგილი არის რუსეთში, მაგრამ საქართველო იქ არ მიდის... ჩვენი გზით მივდივართ და ვივლით ყოველთვის", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს. 

შემოტრიალებული სიტუაცია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, სამწუხაროდ, ასე არ იქცევა. მე არ ვიცი, გადაადგილების თავისუფლება რატომ არის შეზღუდული და რას გვეუბნება ეს ყველაფერი, მათ შეუძლიათ იდგნენ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე და იქ არ შეუშვან არავინ. აქედან გასვლა, ქუჩის მიმართულებით სიარული, ეს ყველაფერი ყოველთვის ასე ხდება, იმიტომ რომ ადამიანები დაიჭირონ, ახლოსაც არ ჩაატარონ იმ მასხარებთან, რომლებიც დღეს იმას აკეთებდნენ...

ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ რამდენნი ვართ, ვინ ვართ და რა გვინდა, საით მივდივართ... რომ ესენი მიდიან სულ სხვაგან, ამათი ადგილი არის რუსეთში და საქართველოც მიჰყავთ იქ. ჩვენ გვინდა გვნახონ, რომ საქართველო იქ არ მიდის, მათთან ერთად არ მიდის და ჩვენი გზით მივდივართ ჩვენ. და ვივლით ამ გზით ყოველთვის. ქართული პოლიციაც ვერ იქნება შეფერხება. უნდა იცოდეს ქართულმა პოლიციამ, რომ დასავლეთისგან საქართველოს გზის ნებისმიერ შეფერხებას დაძლევს ქართველი ხალხი პოლიციის ჩათვლით. ეს მათ უნდა იცოდნენ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი