ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი რამ მოხდა გუშინაც, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონი პირველი მოსმენით განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს. 

სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან განახლდება. შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი