მათი მიზანი პროტესტის დაფიქსირებაა | პაპუაშვილის აზრით, სწორია, რომ ონლაინმედიას პარლამენტში არ უშვებს

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომლის ბრძანების საფუძველზეც მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ უშვებენ.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მათგან ვისაც არ უშვებენ, "ყველა ჟურნალისტი აქ შემოდიოდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატათ".  მან გაიხსენა 8 აპრილს, "პუბლიკის" ჟურნალისტის მიერ პარლამენტის შენობაში საპროტესტო ბანერის გაშლა.

"17 ტელევიზიის 290 ჟურნალისტს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს პარლამენტის შენობაში. რაც შეეხება ონლაინმედიას, თქვენ გუშინ ნახეთ, ჯერ მანამდე ნახეთ, ბიუროს სხდომა როცა იყო, როდესაც ონლაინ გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი შემოვიდა იმისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა, გაშალა პლაკატი. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანები, ამ მედიის წარმომადგენლები, მათი მიზანი შემოსვლის იყო პროტესტის გამოხატვა, მათ კიდევაც ჰქონდათ დამზადებული პლაკატები ნახეთ, რომ წინ იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს. ამიტომ, მათი მიზანი პარლამენტში შემოსვლის იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება, რაც გასაგებია, კი ბატონო, უნდათ პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით, შეხვიდე დაწესებულებაში ვითომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის და სინამდვილეში შენი პროფესიული, მოქალაქეობრივი თუ როგორიც გინდა პოზიციის დასაფიქსირებლად. [...] გუშინ ყველა ამ ჟურნალისტმა შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს, სხვადასხვა პლაკატებით, წრეებით, ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითიც დაადასტურეს, მერამდენედ უკვე, რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ჟურნალისტური ინტერესი აქ საქმიანობის, მათ აქვთ ინტერესი ჩაშლის პროცესის", - თქვა პაპუაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი