დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როცა პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც მე ჩემი წუხილები მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია, ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, მაგრამ ამას აქვს ერთი რისკი, ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში, აქვს ერთი რისკი, იმ მომენტში, როცა ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის თუ დებატისა, იმ მომენტში დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ, იმიტომ, რომ რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ დაიცვა რაღაც აზრი, შესაბამისად, ეს იწვევს მიმხრობას ამა თუ იმ პოზიციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს". 

თქვა პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილმა. მას ჰკითხეს გუშინ პრემიერსა და აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ელოდება თუ არა მათი მხრიდან პოზიციის ცვლილებას რუსულ კანონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი