"სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ" | რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს ბერლინშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"დღეს აქცია გვექნება ბერლინში. კანცელარიის წინ, იმავე ადგილას გაიმართება. სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ აქედანაც. თუ ხართ ბერლინში და ბრაზობთ საქართველოს ხელისუფლების რუსულ კურსზე და არ იცით, სად გამოხატოთ პროტესტი, გამოდით და შემოგვიერთდით გერმანიის დროით 18:30 საათზე.

P.S თუ ვერ ჩამოდიხართ ბერლინში, გამოდით თქვენს ქალაქში, იხმაურეთ, გამოხატეთ საკუთარი თავი. გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დაე ყველამ ვიხმაუროთ!" - წერს ფაჩუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას დღეს
შეეცდება. გუშინ, 15 აპრილს, მასშტაბური პროტესტის ფონზე, მას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

პარლამენტის შენობის უკან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს დილით განახლდა.  საღამოს 19 საათიდან კი პროტესტი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი