ყველგან დავრეკე ჩემს რეგიონებში, არავინ ყოფილა...მაქსიმუმ 3 000 კაცი იყო აქციაზე | წაქაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იმერეთის რეგიონში, ბეჟან წაქაძე თავებს ითვლის და ამტკიცებს, რომ გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მხოლოდ 3 ათასი ადამიანი იყო. როგორც ირკვევა წაქაძე მისივე რეგიონის მცხოვრებლებს აკონტროლებს, დადიან თუ არა აქციაზე და ამტკიცებს, რომ იმერეთიდან "ერთი კაციც" არ დასწრებია პროტესტს:

"მომისმინეთ, დღეს მე ყველგან დავრეკე ჩემს რეგიონებში, ოთხივე რაიონში,  ერთი კაცი არ არის იქ, არც მოდიან...გადავამოწმე კი არა, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ხალხის სახელით საუბრობენ. ხალხის სახელით უნდა ვისაუბრო მე და ჩემმა კოლეგებმა, ჩვენ მოგვცეს ხმა...500 კაცი იყო, 2 000, 3 000 იყო მაქსიმუმ ხო? და ნახევარ საათში დარჩა 500" ამბობს წაქაძე.

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი