ალტერნატიულ კანონპროექტები ჩავარდა | პარლამენტი რუსული კანონის განხილვას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

78 მომხრე 25 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა გაგრძელდება, კენჭისყრაზე უმრავლესობამ ალტერნატიულ კანონპროექტებს მხრი არ დაუჭირა.

რუსული კანონის განხილვას პარლამენტი ოფიციალურად იწყებს. პროექტი ცოტა ხნის წინ წარადგინა მამუკა მდინარაძემ. 

ორი ალტერნატიული პროექტი  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის“ წევრების მიერ იყო ინიცირებული. 

ალტერნატიული პროექტები:

"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

მეორე ალტერნატივა - “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი