ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც პაპუაშვილი პარლამენტში არ უშვებს, ომბუდსმენს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორე დღეა, არ უშვებს, სახალხო დამცველს მიმართავენ. 

"უმოკლეს ვადაში დაადგინოს დისკრიმინაცია", - ამბობენ ისინი და ომბუდსმენის აპარატში განცხადება შეაქვთ. მათ სურთ სახალხო დამცველს გააცნონ, რა პრობლემებს უქმნის ხელისუფლება ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.

მანამდე, ლევან იოსელიანმა ამ საკითხზე განცხადება გუშინ გააკეთა და თქვა: "ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში".

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი