ხმაურია ჭიჭინაძის ქუჩაზე | პოლიცია "ახალის" წევრების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარტია "ახალის" წევრები შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან მობილიზდნენ. პოლიციელები ამ წუთებში "ახალის" წევრების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.

ყველა მოქალაქემ პასუხი უნდა გავცეთ გულწრფელად და ყველამ თავისი სინდისის თანახმად იმოქმედოს. [ეშინია "ქართულ ოცნებას"] ხალხის, თქვენი, ჩემი და ყველასი. აქ არაფერ შუაში აღარ არის პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი ან რუსული ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ჰიგიენა, არანაირი ზნეობა..., - ამბობს ნიკა მელია. 

"შიში ოხერია, შიში ამთავრებს ყველანაირ ხელისუფლებას, ესენიც დასრულდებიან", - ამბობს ნიკა გვარამია მას შემდეგ, რაც ადგილზე ათობით პოლიციელი მივიდა და ტერიტორიიდან მათი გაყვანა სცადეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი