"ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი" | ენმ ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

ენმ ხელისუფლებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს - ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

"ჩვენ შევთავაზეთ ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი და შესაბამისად, ჩატარდეს თუნდაც პლებისციტი არჩევნებთან ერთად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ მათ არ სურთ რობოკოპების მეშვეობით დაუპირისპირდნენ ხალხს, თუ მათ არ სურთ ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს შემდეგი - ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში რუსული კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ. პარალელურად, მეორე დღეა ხალხმრავალი  პროტესტი იმართება რუსთაველის გამზირზე. 

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი