გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას | სახ.დეპის მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფოს მორიგი, რიგით მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე - მეთიუ მილერი ამბობს, რომ  კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსული კანონის პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი ეხმაურება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს"- თქვა მილერმა. [ფორმულა]

შეგახსენებთ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები აკავებენ, მათ წინააღმდეგ იყენებენ წიწაკის სპრეის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი