"საზიანო იქნება საქართველოსთვის" | აშშ-ის სავაჭრო პალატა კობახიძეს რუსული კანონის დაჩქარებულად გაწვევისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"საზიანო იქნება საქართველოსთვის", - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. პალატა მოუწოდებს პრემიერ ირაკლი კობახიძეს, "გაიწვიოს კანონი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში."

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი დააზარალებს უცხოური დახმარებით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე, ამ პროგრამებში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დააბრკოლებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს.

"ეს პროექტები საქართველოს განვითარების საჭიროებებს ემსახურება და საქართველოს მოკავშირეების მიერაა დაფინანსებული. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება ამ პროექტების სანდოობას აკნინებს. ასეთ იარლიყზე ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის და დაიხურება. ეს კი საქართველოსთვის ცალსახად საზიანო იქნება... 

უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. აღნიშნული კანონი ყოველივე ამას რისკის ქვეშ აყენებს. ეს კანონპროექტი წარმოდგენილ იქნა, როგორც გამჭვირვალობის ზრდის მექანიზმი. თუ ესაა მიზანი, ბუნდოვანია, რატომ არის სამიზნე კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. გარდა ამისა, უცხოური დახმარების „უცხო გავლენად“ გამოცხადებას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. თუ მართლაც გამჭვირვალობაა ზრუნვის საგანი, უფრო შესაფერი ზომა შეიძლება ყოფილიყო ცვლილების შეტანა მართვისა და ფინანსური ანგარიშგების არსებულ წესებში...", - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი