პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება. საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა და რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა სწორედ 12:00 საათზე გაგრძელდება. 

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეების ნაწილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ამ დრომდე იმყოფებიან. ადგილზე რჩებიან რობოკოპებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების დაკავებას ამ დრომდე განაგრძობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი