რობოკოპებმა პარლამენტთან აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებულების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის არაერთი მონაწილე დააკავეს, მათ შორის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, გელა ხასაია. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაერთხელ გაუშვეს წიწაკის სპრეიც.