აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ [ვიდეო]

გამოქვეყნდა:

ღამით რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს. დაკავებულია მინიმუმ 11 ადამიანი.

OC მედიის თანადამფუძნებლისა და თანადირექტორის, მარიამ ნიკურაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს როგორ ურტყამს სპეცრაზმელი ფეხს ჩამუხლულ მოქალაქეს: 

ირაკლი გელეიშვილის ვიდეოში ჩანს როგორ მისდევს პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე სპეცრაზმი მოქალაქეებს, ერთ-ერთი მათგანი დარტყმის შემდეგ ძირს ეცემა:

ფოტო: სერა ძნელაძე. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი