"ხალხი ბევრად ძლიერია ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლება, "ოცნება" უნდა აცნობიერებდეს, რომ აქვთ ბოლო შანსი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება უზრუნველყონ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან შეკრება დილიდან განახლდა. ადგილზე იმყოფებიან "ახალის" წევრებიც. პარტიის თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საფრთხეა როგორც რუსული კანონი, ისე რუსული მთავრობა: 

"ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო არის საფრთხეში. საფრთხე არის ჩვენი სამშობლოსთვის არა ეს კანონი მხოლოდ, არამედ პირველ რიგში, ეს მთავრობა. რუსული მთავრობა უნდა წავიდეს იმიტომ, რომ საქართველოს გზა არ არის რუსეთისკენ. ეს კანონი ერთ-ერთი გამოვლინებაა რომელზეც ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ არ ამოქმედდეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ როდესაც ხელისუფლება მიდის ერთი მიმართულებით და ხალხი და ისტორიული მისწრაფებები ხალხის არის სხვა მიმართულებით, მაშინ უნდა შეიცვალოს რაღაც. ეს ისტორიული მისწრაფება ვერ იქნება, რაც უნდა შეიცვალოს, მთავრობა შეიცვლება. სხვანაირად ვერ იქნება. საქართველო რუსეთი არ გახდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა და ისტორიული კანონზომიერების შეცვლის უნარი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს და კარგია, რომ ესეა. 
ყველაფერზე ვერავინ ვერ წავა. ხალხი ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლება. ქართული ოცნება უნდა აცნობიერებდეს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება უზრუნველყონ. თუ ასე გააკეთებენ, ბევრს აპატიებს ხალხი, მაგრამ თუ ასე მოქცევას გააგრძელებენ, მაშინ ძალიან გაუჭირდებათ ამ ქვეყანაში ცხოვრება" ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი