ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მომავლის განმსაზღვრელი არის ხალხი და არა ივანიშვილი და არა რუსი | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ისტორიული შანსია ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ რუსულ ტყვეობას თავი ა ეს არის შესაძლებელი ერთობით - ამბობს "ახალი" თანათავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დილიდან პარლამენტთან იმყოფება, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო შეკრება განახლდა: 

არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს დემოკრატიული ტალღა არსად არ წავა, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი გარანტია უზრუნველყოფილი და რუსული კანონპროექტი არის სახელმწიფოებრივი საფრთხე, რომელიც გირეცხავს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს. გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არ უნდა იძალადოს "ოცნებამ", იმ ხალხზე დგას, მეტ არაფერზე არ დგას, რაც არ უნდა ტეხასური ხოცვა-ჟლეტა აუტეხოს მშვიდობიან მოსახლეობას, დედებს, მამებს და სტუდენტებს, გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა რუსთაველის გამზირზე და ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი, დაიბრუნებს პარლამენტს და ყველას დაუმტკიცებს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მომავლის განმსაზღვრელი არის ხალხი და არა ივანიშვილი და არა რუსი. ამიტომ, პარტია "ახალიც ვართ იქ, სადაც არის ხალხი." ამბობს მელია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი