რაც გუშინ ქნეს და რა შეძახილებსაც იძახდნენ, ახალგაზრდა გოგოებმა, რომლებიც თრობაში იყვნენ, შეურაცხყოფები მომაყენეს | წაქაძე აქციის მონაწილეებზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ გუშინ "თრობის ქვეშ მყოფი" გოგონები დახვდნენ და შეურაფხყოფა მიაყენეს. მისივე მტკიცებით, პოლიციამ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე წესების დაცვით იმოქმედა.

"როგორ უსწორდებოდნენ. აი მაგალითად მე გამისწორდნენ, გუშინ დამხვდნენ ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც თრობაში იყვნენ და შეურაცხყოფები მომაყენეს.. აი ასეთები იყვნენ და ახლა, პოლიციამ დაიცვა თავისი წესები, რაც უნდა დაეცვა.. ძალადობას ვგმობთ, მაგრამ პოლიციამ უნდა შეასრულოს თავისი როლი.. რა თქმა უნდა, ასრულებდა ყველა საკუთარ უფლება მოვალეობებს და ეს არ არის ევროპული გზა, რაც გუშინ ქნეს და რა შეძახილებსაც იძახდნენ.. როგორი შეძახილები ისმოდა... თრობის ქვეშ იყვნენ, რისი თრობის ქვეშ არ ვიცი.  ეგ არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვა ის, რომ მეუბნება ისე გავაკეთეო.. მე მაქვს  ჩემი ქვეყანა, მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ყველა ქვეყანა, მიდი იქნება თუ პატარა სუვერენიტეტი დაიცვას და დისტანცია.. მე მაგალითად მზად ვარ ამ კანონს ხელი მოვაწერო. ქვეყანამ, მყარად უნდა ვიაროთ, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით, ევროკავშირში", - ამბობს წაქაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი