ამ შენობაში ისტორიას არ ახსოვს ამდენი შეიარაღებული ადამიანის ყოფნა. გაურკვეველია ამ ადამიანების წარმომავლობა | ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პარლამენტის შენობაში უპრეცედენტო რაოდენობის შეიარაღებული ადამიანია, რომლებიც არ არიან დაცვის სამსახურის წევრები:

"ამ შენობაში ისტორიას არ ახსოვს ამდენი შეიარაღებული ადამიანის ყოფნა. გაურკვეველია იმ ადამიანების წარმომავლობა, რომლებიც დღეს იარაღით იმყოფებიან ამ შენობაში. არავის არ აქვს ამის უფლება. ეს არ არის სპეციალური დაცვის სამსახური, ეს არის გაუგებარი ხალხი, რომლებიც სპეცრაზმის ფორმებში და პოლიციელები, რომლებიც გადაცმულები დადიან იარაღით, არანაირი უფლება მათ ამის არ გააჩნიათ. " განაცხადა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი