ბერას რომ დაეპოსტა, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე? | ხაბეიშვილი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

თქვე სამარცხვინოები, მედვედევს რაც მოსწონს, როგორ მოგწონთ ის კანონი,  როგორ? - ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატებს მიმართა და საყოველთაო სახალხო პროტესტს გამოეხმაურა: 

"ერთი რომ დაეპოსტა ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე? ხო გაიწვევდით კანონს?მთელმა საქართველომ დაპოსტა, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ილია თოფურიამ დაწერა , მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ, ? სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენ ევროპელი კოლეგები, თუ სოზარ სუბარს რახან ესმის ეს არის კანონი? თუ ხუნდაძემ რახან გაიგო? ვისთვის არის ეს კანონი კარგი, რას ეუბნებით ამ ხალხს? თქვე სამარცხვინოები, მედვედევს რაც მოსწონს, როგორ მოგწონთ ის კანონი,  როგორ? გაეცით პასუხი- მედვედევს, პესკოვს, ლავროვს, პუტინს რაც მოსწონს, ეგ როგორ მოგწონთ? ეგ არ არის რუსეთის მსახურება? " მიმართა ხაბეიშვილმა "ოცნების" წარმომადგენლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი