"თქვენი დედა მო***ან", შენ დედას შ**ეცი | პლენარულ სხდომაზე დაპირისპირებაა, გააძევეს დეპუტატები

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ.

 სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე სიტყვით უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უნდა გამოსულიყო, ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა ის ტრიბუნასთან არ დამდგარიყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციის წევრებს აგინებენ. ოპოზიციის დეპუტატები სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს", რაზეც უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა შეიგინა: "მტ**ის დე** შ**ცი".  ნინო წილოსანმა ლევან ხაბეიშვილს "ჩმორი" დაუძახა. დიტო სამხარაძემ ოპოზიციას აგინა: "თქვენი დედა მო**ან", "იმდენი შენ დედას შ**ცი; შე ნაბი*ვარო".

სხდომიდან გააძევეს ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი. დეპუტატების ნაწილმა, სალომე სამადაშვილმა, თეონა აქუბარდიამ, თამარ კორძაიამ, თინა ბოკუჩავამ და დავით უსუფაშვილმა დარბაზი დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი