მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს | ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

"ფეხბურთელებმა რა დაწერეს - "არა რუსულ კანონს"-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით - არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები - ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. რა გინდა რომ მითხრა - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ"

ამბობს რუსული ოცნების მხარდამჭერი, "ხალხის ძალის" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი