მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა | ბორელი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს - რუსულ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე ავრცელებს და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს: 

"საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა." წერს ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი

"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი