ივანიშვილის ოფშორების კანონიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს და მეორე მოსმენასაც დღეს აპირებენ | დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ოფშორების კანონიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს და მეორე მოსმენასაც დღეს აპირებენ! - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვიის საფრთხისშემცველი კიდევ ერთი კანონპროექტ დააინიცირა, რომლითაც, როგორც დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, რაც ბუნებრივად გადაუკეტავს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და დასავლეთს იძულებულს გახდის, დაასანქციროს საბანკო-საფინანსო სისტემა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი