"ყველამ კეთილი ინებოს და დისკუსიაში ჩაერთოს" | კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას პრემიერი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და ჩვეული პროპაგანდა გააგრძელა. მისი თქმით, ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ და ის გამჭვირვალობასა და საჯაროობას ითვალისწინებს.კობახიძემ არგუმენტები ვერც დასავლელი პარტნიორების განცხადებებში დაინახა - "ნული არგუმენტი" ასე შეაფასა კობახიძემ ოლაფ შოლცის, იენს სტოლტენბერგის და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდებები. 

კობახიძე ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა თავს და შემოსავლების დამალვაში დაადანაშაულა. ამტკიცებს, რომ ამაზე ბევრად მკაცრი კანონები მოქმედებს დასავლეთში. 

კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია:

"არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში" თქვა კობახიძემ.

კობახიძემ ამავე ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტს აგენტი უწოდა:

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია...

ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი, ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“ - თქვა კობახიძემ.

 

აქცია რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი