კი ევროპას! არა რუსულ კანონს! | არასამთავრობოების წევრები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ამ ლოზუნგით ზუგდიდის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ხვალ, 18:00 საათზე, სკეიტპარკთან დაგეგმილი აქციის წინ, მოქალაქეებს დემონსტრაციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ამბობენ, რომ პუტინის დაკვეთა უფრო შორსმიმავალია და იმ ქვეყნის კანონს იღებენ, ვისაც აფხაზეთი აქვს ოკუპირებული. ისინი ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ თბილისში, უწყვეტი პროტესტისთვის ჩამოვიდნენ და  დედაქალაქში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. 

ავტორი: ემა გოგოხია

 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი