"არა რუსულ კანონს! რუსული კანონი არ არის ჩვენი არჩევანი!" - ქუთაისის მთავარ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია სპონტანურად მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსული კანონი იმეორებს იმ გზას, რომელიც ამ კანონმა რუსეთში 2012 წლიდან 2018 წლამდე გაიარა. ასევე, მათი თქმით, ხელისუფლებამ ეს კანონი დასავლეთის წინააღმდეგ მიიღო.