არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ იკრიბებიან, გადაიკეტა. აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებში იწყება.

პარალელურად, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელებთანაც. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

მანამდე, პოლიციამ პარლამენტის ჭიშკრები ჩახერგა და დააბოქლომა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი