დღეიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა იკრძალება. მთავრობამ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა“ - თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
თუმცა, აკრძალვები არ შეეხება საარჩევნო აგიტაციას, თუმცა პარტიებმა შესაბამისი წესები უნდა დაიცვან, საუბარია 2 მეტრიან დისტანციასა და პირბადეების ტარებაზე