"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება" | აქციის მონაწილეებმა "ოცნებას" 1 საათიანი ვადა მისცეს

გამოქვეყნდა:

აქციის მონაწილეებმა "ოცნების" ხელისუფლებას ერთ საათიანი ვადა მისცეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, გაიწვიოს რუსული კანონი:

"1770 წელს, 17 აპრილს ტოტლებენმა მიატოვა საქართველო აწყურის ციხესთან; 17 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა საქართველო. დაივიწყა კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია როგორც სახარება გვეუბნება დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. 

ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე." განაცხადა აქციის წამყვანმა,  რატი ამაღლობელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით დღეს მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი