პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს. ამ დროისთვის უცნობია, სად წაიყვანეს ელისაშვილი. სავარაუდოდ, ის ტერიტორიას განარიდეს. 

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ელისაშვილი, სანამ მას მანქანაში ჩატენიან, სახიდან სისხლს იშორებს, თუმცა, რა მოხდა, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სავარაუდოდ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

კანცელარიის მიმდებარედ კრიმინალური პოლიციის მობილიზება დაიწყო. კანცელარიაში მივიდა სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.

აქციის მონაწილეები პრემიერ ირაკლი კობახიძეს გარეთ გამოსვლას და შეხვედრას სთხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი