პარლამენტთან აქცია დასრულებულია | პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულებულია. 

მთავრობის კანცელარიასთან კი აქცია გრძელდება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები და სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს" "საქართველო ევროპაში".

ისინი პრემიერ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, შეხვედრასაც სთხოვდნენ, თუმცა კობახიძე ადმინისტრაციის შენობიდან არ გამოსულა.

აქცია რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი