დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი | ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს-ს დიდუბის განყოფილებაა, იქ ვიყავი, იქ არაფერი, ძალიან ნორმალური ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი, ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით".

ამბობს "ფორმულასთან" მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. "მთავარი არხის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის გუშინ აქციაზე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი