"ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ".
წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებულად აპირებს მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოში გადმოტანილი ოფშერული აქტივი მოგების, იმპორტის, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდება.