გულიანად ნაცემი ვარ, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, მაგრამ მხნედ ვარ | ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ის წერს, რომ პოლიციელებმა "დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს".

პოლიტიკოსი გულისხმობს რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვისას მოხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში დაარტყა. ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

"ყველას სათითაოდ ვერ ვპასუხობ ვინც მკითხულობს და აქ დავწერ: გუშინ კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს, შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში, მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს. სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს. მარა მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!" - წერს ელისაშვილი.

 "მთავარი არხის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ის გუშინ აქციაზე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი