"ვიწრო ჯგუფის აქციაა, უმცირესობაში არიან" | წაქაძე სახალხო პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟანა წაქაძე თბილისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს რუსული კანონის წინააღმდეგ, "ვიწრო ჯგუფის" პროტესტს უწოდებს, რომლებიც მისი აზრით, "უმცირესობაში" არიან.

წაქაძის თქმით, რუსულ კანონს უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს და თუ "გამოიყვანენ", თბილისში არ დაეტევიან: 

"მასეთი აქცია, ეს არის ვიწრო ჯგუფის. იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კანონი არ აწყობს იმიტომ, რომ არ უნდათ თავიანთი თანხები გამჭვირვალე იყოს. რატომ არ უნდა თქვენ ძალიან კარგად იცით.

არიან ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მაგრამ ეს არის ძალიან უმცირესობაში. ჩვენ ხო არ გავაკეთებთ გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, არ დაეტევა თბილისში. ესენი თავისი ნებით გამოვიდნენ ყველა? " ამბობს წაქაძე

[აქციის ფოტო:Georgia Today] 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი