ყველაზე ძლიერი წვიმა ბოლო 75 წელში | დუბაიში გაუქმდა ფრენები, დაიტბორა ქუჩები, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან.  გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები და ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგანან, რის გამოც მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.

 Flight Aware-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და აეროპორტიდან, დაახლოებით, 290 ავიარეისი გაუქმდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტიქიას 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა მას შემდეგ, რაც მოვარდნილმა წყალმა მისი ავტომობილი წაიღო.

წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც, სადაც მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. ამ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.
 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი