გერმანიაში ჯაშუშობისა და სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მომზადების ბრალდებით ორი რუსი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანული გამოცემა Der Spiegel იუწყება, რომ გერმანიაში რუსეთის სპეცსამსახურის სახელით დივერსიული ოპერაციის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი კაცი დააკავეს. პროკურორების ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან დივერსიის მოწყობაში, მათ შორის ამერიკულ სამხედრო ობიექტებში, რათა შეარყიონ უკრაინის მხარდაჭერა. 

დაკავებები ოთხშაბათს დილით ქალაქს ბაიროითში იყო, ჩრდილოეთ ბავარიაში. Der Spiegel-ის ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილია ბავარიელი 39 წლის კაცი. 

Tagesshau წერს, რომ მას აქვს გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა და მოექცა უშიშროების ორგანოების ყურადღების ცენტრში, გავრცელებული ინოფრმაციით, იბრძოდა უკრაინის ფრონტზე, 2014-2016 წლებში "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ქვედანაყოფების შემადგენლობაში. სხვა საკითხებთან ერთად, პროკურატურა ადანაშაულებს მას, რომ მოქმედებდა როგორც საიდუმლო სამსახურის აგენტი.

გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან დიტერ ს. გერმანიაში დივერსიული ოპერაციების შესახებ იდეებს უცვლიდა რუსეთის სპეცსამსახურების კონტაქტებს. მედია წერს, რომ ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, იარაღის ქარხნებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქების მოწყობას. კიდევ ერთი ბრალდებული, სახელად ალექსანდრე, სავარაუდოდ ეხმარებოდა მას 2024 წლის მარტიდან.

Der Spiegel-ის ცნობით, ადგილები მოიცავდა ბავარიაში Grafenwoehr-ის სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები სწავლობენ ამერიკული აბრამსის ტანკების გამოყენებას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი