"პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე" | ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ ნორმად გახადა - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია და 16-17 აპრილის აქციებზე, პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებმა საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში გამართეს და გამოეხმაურნენ 
"ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძისა და "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემას.

"ივანიშვილის პირობებში ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ელისაშვილის წინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს" - აცხადებს ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა 

ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, შს მინისტრმა ახსნას, რატომ ძალადობას მოქალაქეებზე პოლიცია, ხოლო დეპუტატებზე ძალადობით სამართალდამცველები აჩვენებენ ხალხს, რა ელით მას.

ოპოზიცია ითხოვს ნაცემი დეპუტატის საქმის დროულ და ადეკვატურ გამოძიებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი