ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტად წოდებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენითაც მიიღო. კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. 

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის ინიცირებისა და დემოკრატიაზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ივანიშვილი ახლა ყველაზე ახლოსაა სანქციებთან, შესაბამისად ის უკვე ამზადებს საქართველოს თავის ფულის გადასამალად. დამატებით შეშფოთებას იწვევს ის გარემოებაც, რომ ეს ცვლილება საქართველოში სხვა ოლიგარქების შავ ფულსაც გაუხსნის გზას. ქართულო ოცნება კი ამტკიცებს, რომ ცვლილების მიზანი მხოლოდ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებაა. 

 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი