ზუგდიდში, თხილის ჩამბარებლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ორი პირი დააკავა. ისინი ზუგდიდის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
კონფლიქტის მიზეზი თხილი გახდა. არსებული ინფორმაციით, ერთ ერთმა მეწარმემ მეორესგან თხილის დიდი პარტია შეიძინა, რომელიც გაფუჭებული აღმოჩნდა, თუმცა გამყიდველმა ის უკან აღარ დაიბრუნა, რასაც ჯერ სიტყვიერი, მოგვიანებით კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ავტორი: ემა გოგოხია