პოლიციელების ძალადობა | საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა.

გასულ ღამეს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ნეკნის მოტეხილობა.

თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მასზე საპატრულოს ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მითითებით იძალადა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი