ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით | სახდეპის მეცხრე განცხადება

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა": 

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დაინიცირების გამო. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. 

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობენ და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონი არის უადგილო, თუ მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება." ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი