"რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითიური "უკრაინიზაცია" | უკრაინის საგარეოს პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებით - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადებაში.

დმიტრო კულებას უწყება მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და იპოვონ გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გზით.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე „უკრაინიზაციის საფრთხესთან" დაკავშირებით:

"ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითიური „უკრაინიზაცია“.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროთი, ურყევად უჭერდა  და უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი