"არა რუსულ კანონს!," "ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა," - ამ ლოზუნგებით გორში, გორის ციხის მიმდებარედ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ გაშლილი.

მათი თქმით, გორის მოსახლეობა არ შეურიგდება რუსულ კანონს და ისინი არ დათმობენ ევროპულ მომავალს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს ბედი წყდება, არ შეიძლება საპროტესტო აქციას არ ესწრებოდე და არ დაიჭირო სწორი მხარე.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი