დასავლეთი მოქმედებაზე გადადის. "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ინიცირებას და პირველი მოსმენით მიღებას კონკრეტული რეაქცია მოჰყვება. ბრიუსელსა და ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე უკვე ნათლად გამოჩნდა. რუსული კანონის მიღების შემდეგ ბრიუსელში დაიგეგმა შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავარი დიპლომატები "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე იმსჯელებენ. ფაქტია ასევე, რომ ევროკომისიაში უკვე საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაციის გაცემის სირთულეზე.