რუსულ კანონთან ერთად, "ქართული ოცნება" ოფშორების შესახებ კანონსაც ამტკიცებს. ეს არის ინიციატივა, რომელიც სრულ საგადასახადო შეღავათს უწესებს ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორებში წილის ას პროცენტს ფლობენ და საკუთარ ქონებას საქართველოში გადმოიტანენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს საგადასახადო სამოთხე, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის იქმნება - პირველ რიგში სანქციებისგან დასაცავად. თუმცა, საქართველოს არაფორმალური მმართველი არ იქნება კრემლის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც ქონებას საქართველოში გადმოიტანს და მის მაგალითს პუტინის სხვა კარის ბიზნესმენებიც მიბაძავენ.