ქართველი ხალხის უპრეცენდენტო პროტესტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად ივანიშვილის ხელისუფლება რუსული გეგმიდან გადახვევას არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ცნობილია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი მის გაწვევას არ აპირებს. უფრო მეტიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს და მეობარი ქვეყნების დიპლომატებს პროცესებისგან გამიჯვნა მოსთხოვა.